GT CreW (Georgian Traceur’s CreW) რაც ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც "ქართველი ტრეისერების ჯგუფი”. ის დაარსდა 2006 წლის 17 დეკემბერს ირაკლი ჩიხლაძისა და გივი მაღრაძის მიერ. დროთა განმავლობაში ჯგუფი დატოვა მისმა ერთ-ერთმა დამაარსებელმა ირაკლი ჩიხლაძემ და ამის შემდეგ ჯგუფის წევრების რაოდენობა რამდენიმეჯერ შეიცვალა. მიუხედავად ჯგუფში არსებული ცვლილებებისა, ჯგუფმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ქართველ ახალგაზრდებზე და ხელი შეუწყო პარკურის გავრცელებას საქართველოში. შემდგომი ჩვენი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჩვენს ქვეყანაში ამ დისციპლინების განვითარებისთვის, იყო "საქართველოს პარკურისა და ფრირანის ფედერაციის” ჩამოყალიბება. ჩვენი მიზანია არამარტო მოვახდინოთ მოცემული დისციპლინების პოპულარიზაცია და მოსახლეობისათვის მათ შესახებ სწორი, ადექვატური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, არამედ ადამიანებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და როგორც ფიზიკური ასევე სულიერი და გონებრივი განვითარებისკენ სწრაფვა. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ კომპანიასა თუ ფირმასთან, რათა ერთად განვავითაროდ სპორტი საქართველოში და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს
|